საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპი დასძლია. ნიკამ ავსტრიელი იურგენ მელცერი მძიმე ბრძოლაში 6:4, 4:6, 7:5 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 15 წუთს გაგრძელდა. გადამწყვეტ მესამე სეტში ნიკა 2:4-ს აგებდა. თუმცა ბასილაშვილმა მატჩის შემობრუნება მოახერხა.
ძირითად ბადეში ნიკა გამოცდილ გერმანელ ფილიპ კოლშრაიბერს დაუპირისპირდება. მატჩის დაწყების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
ჰამბურგის ტურნირის საპრიზო ფონდი 1.7 მილიონი ევროა.