ფეხბურთი

16:50 | 22.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონა“ ვილიანში 53 მილიონს იხდის

კატალონიის „ბარსელონა“ მზადაა „ჩელსის“ ბრაზილიელ ნახევარმცველ ვილიანში 53 მილიონი ევრო გადაიხადოს, აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sports ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კატალონიელები ლონდონელებთან ვილიანის ტრანსფერზე სამი თვეა მუშაობენ. გავრცელებული ინფორმაციით „არისტოკრატები“ ბრაზილიელში 70 მილიონ ევროს ითხოვენ.

განვლილ სეზონში ვილიანმა ყველა ტურნირზე ერთად 36 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 6 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.117195