ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ ასტანას ტურნირი მოიგო. ფინალში გორგოძემ 23 წლის უზბეკი საბინა შარიპოვა 6:4, 6:1 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 27 წუთს გააგრძელდა. აღნიშნული ტურნირის მოგებით ეკატერინემ ჯამში 100 ქულა გამოიმუშავა 267-ე ადგილიდან 193-ე პოზიციამდე დაწინაურდება, რაც მისთვის კარიერის რეკორდული მაჩვენებელია.
ასევე, გორგოძემ წყვილთა თანრიგში ფინალში გავიდა, თუმცა ქართველი და უზბეკი აკგულ ამანმურადოვა ბერფუ ჩენგიზთან და ანა დანილინასთან დამარცხდნენ. წყვილთა რეიტინგში კი ეკატერინე 62 პოზიციით დაწინაურდება და 234-ე ადგილზე გადაინაცვლებს.