გვინეის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" ნახევარმცველმა კეიტამ Guardian-თან საუბრისას განაცხადა, რომ მან "ბარსელონა" და "ბაიერნი" უარით გაისტუმრა, რადგან იურგენ კლოპმა მის გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა მოახდინა.
კეიტა ლივერპულელებმა 2017 წელს შეიძინეს, ხოლო ნაბი გუნდს მიმდინარე წლის ზაფხულში შეუერთდა.
"მართალია, როგორც ახსენეთ "ბარსელონა" და "ბაიერნიც" იყვნენ მოლაპარაკებაში ჩართულნი, თუმცა იურგენ კლოპმა ჩემ გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა მოახდინა. ჩვენ ვისაუბრეთ და მისმა პროექტმა გადამაწყვეტინა "ლივერპულში" გადასვლა." - განაცხადა კეიტამ.
ნაბი გვინეის "ჰოროიაში" თამაშობდა და 2013 წელს "ისტრში" გადავიდა. ფრანგული კლუბიდან კეიტა "ზალცბურგში" 2014 წელს წავიდა, ორი სეზონის შემდეგ კი "ლაიპციგში". გერმანულ გუნდში აფრიკელმა 71 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 17 გოლი და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა.