ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ შეხვედრაში ტობიას კამკე 7:5, 6:2 დაამარცხა და გადამწყვეტ შეხვედრაში იურგენ მელზერს შეხვდება.
გერმანიის ღია ჩემპიონატის საპრიზო თანხა 1,619,935 ევროა. ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი დომინიკ ტიმია. გასულ წელს ჰამბურგში გამართული ტურნირი ლეონარდო მაიერმა მოიგო.