კატალონიის “ბარსელონა” ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელის, ვილიანის გადაბირების იმედს არ კარგავს. Sky Sports-ის ინფორმაციით, ესპანურმა გრანდმა ბრაზილიელი შემტევის სანაცვლოდ მესამე შეთავაზება გაამზადა.
“ბლაუგრანა” მზადაა სამხრეთ ამერიკელში “ჩელსის” 55 მილიონი გირვაქნა სტერლინგი გადაუხადოს. “ლურჯების” პასუხი აღნიშნულ წინადადებაზე ჯერჯერობით უცნობია.
გასულ სეზონში ვილიანმა პრემიერლიგაში 36 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა.