სტარტი აიღო უკვე ტრადიციულად ქცეულმა ტურნირმა, სეზონისწინა ჩემპიონთა თასმა. პირველი შეხვედრა დორტმუნდის “ბორუსიასა” და “მანჩესტერ სიტის” შორის გაიმართა და გერმანელთა გამარჯვებით დასრულდა.
ერთადერთი გოლი გავიდა, რომელიც მარიო გიოტცემ პენალტით გაიტანა. იქამდე, ზინჩენკომ პულიშიჩი წააქცია საჯარიმოში და უმაღლესი საფეხბურთო სასჯელიც ამიტომ დაინიშნა.
“სიტის” რიგებში დებიუტი ჰქონდა რიად მაჰრეზს, რომელიც ახლოს იყო გოლთან, თუმცა პირველი ტაიმის მიწურულს ჯარიმა ოდნავ არაზუსტად დაარტყა.