ფეხბურთი

19:15 | 20.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ფიორენტინამ” დანიელი ნახევარმცველი დაიმატა

“ფიორენტინამ” დანიელი ჩამშლელი ნახევარცველი კრისტიან ნორგაარდი დაიმატა – იუწყება “იების” ოფიციალური ვებგვერდი.

იტალიურმა კლუბმა “ბრონდბიუს” 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 3.5 მილიონი ევრო გადაუხადა და ოთხწლიანი ხელშეკრულება გაუფორმა.

ცნობისთვის, ნორგაარდმა გასულ სეზონში “ბრონდბიუს” მაისური 41-ჯერ მოირგო, 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.117086