ფეხბურთი

16:25 | 20.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალომ" დვალიშვილი და თარგამაძე დაიმატა

საქართველოს ეროვნული ლიგის ლიდერი “საბურთალო” მესამე წრის დაწყებამდე გაძლიერდა. როგორც თბილისური გუნდის ვებგვერდი გვამცნობს, ამიერიდან “საბურთალოში” ვლადიმერ დვალიშვილი და დავით თარგამაძე უთამაშებენ.

თარგამაძე, რომელსაც საქართველოს ნაკრებში 19-ჯერ უთამაშია, ბოლო პერიოდში უკლუბოდ იყო. დავითი უკანასკნელად უკრაინული “ოლექსანდრიას” ღირსებას იცავდა, ხოლო იქამდე სხვა და სხვა დროს “მარიუპოლში” “შახტარსა” და “ფრაიბურგში” უთამაშია.

რაც შეეხება დვალიშვილს, მას არაერთი გუნდის რიგებში უთამაშია, ხოლო საქართველოს ნაკრებში 34 შეხვედრაში 5 გოლი აქვს გატანილი.

გარდა ამისა, თბილისის “ლოკომოტივში” იჯარით მყოფი დაჩი ცნობილაძეც “საბურთალოს” დაუბრუნდა და ამიერდან გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის ღირსებას დაიცავს.

0.138848