კალათბურთი

12:19 | 20.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლებრონ ჯეიმსის მორიგი აღიარება

ESPN-მა ლოს ანჯელესში ESPY-ის დაჯილდოების ცერემონიალი ჩაატარა. “ლეიკერსის” 33 წლის ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი 2017/18 წლების სეზონის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს. “მეფემ” აღნიშნული ჯილდო კარიერაში მეშვიდედ მოიგო.

ლებრონ ჯეიმსს კონკურენციას უწევდნენ, კევინ დურანტი, ენტონი დევისი, იანი ადეტოკუმპო და ჯეიმს ჰარდენი.

შეგახსენებთ, ლებრონ ჯეიმსმა “კლივლენდ კავალიერსი” ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სუპერფინალში გაიყვანა, სადაც “გოლდენ სტეიტთან” სერია 0:4 წააგო.

0.128021