საჩხერის “ჩიხურა” ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა. თბილისში უგოლოდ დასრულებული შეხვედრის შემდგომ, იმერლებმა “ბეითარი” იერუსალიმში დაამარცხეს და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვეს.
პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, ხოლო მეორე ნახევარი უკეთ მასპინძელთათვის დაიწყო და 62-ე წუთზე ვერედმა ანგარიში გახსნა. “ჩიხურამ” სათამაშო ინიციატივის მოპოვება მოახერხა და 74-ე წუთზე ლევან კაკუბავამ ულამაზესი დარტყმით წონასწორობა აღადგინა, ცხრა წუთში კი გაბედავამ პენალტი შეასრულა ზუსტად და საჩხერლებმა გასვლაზე იმარჯვეს – 2:1.
შეგახსენებთ, რომ “ჩიხურა” მომდევნო ეტაპზე “მარიბორს” დაუპირისპირდება.
ბეითარი – ჩიხურა
გოლები: 1:0 ვერედი (62), 1:1 კაკუბავა (74), 1:2 გაბედავა (83)