წარსულში ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი ჯანფრანკო ძოლა ლონდონის “ჩელსიში” დაბრუნდა. 52 წლის ძოლა, რომელიც ამჟამად სამწვრთნელო საქმიანობას ეწევა, “არისტოკრატებში” მთავარი მწვრთნელის, მაურიციო სარის თანაშემწე იქნება.
“ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ “ჩელსიში” დავბრუნდი და მზად ვარ სამუშაოდ. ეს რთული გამოწვევაა, მაგრამ კმაყოფილი ვარ, რადგან მაურიციო სარისთან ვიმუშავებ. ჩვენ ყველა ენთუზიაზმით ვართ სავსე ამ ახალი თავგადასავლის წინაშე”, - განაცხადა ძოლამ.
ჯანფრანკო ძოლა “ჩელსის” ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო და “სტემფორდ ბრიჯზე” 1996-2003 წლებში თამაშობდა. იტალიელი სხვა და სხვა დროს “ვესტე ჰემს”, “უოტფორდს”, “კალიარის”, “ალ-არაბისა” და “ბირმინგემ სიტის” მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
აზარი კურტუა თუ რეალმა შეიძინა ძოლას სარი შერჩება ხელთ
Dzalianac ginda kurtuas da azaris chelsidan,magram chelsis mtrebi veregirsebit magas.
ძოლა ლეგენდაა
სარი არაა დონე მწვრთნელი და არც ვარსკვლავებთან მუშაობის გამოცდილება აქვს, სავარაუდოდ ამიტომაც წაიყვანა ძოლა, რომ არ შეახრამუნონ
ძალიან მაგარია ძოლას "ჩელსიში" დაბრუნება. გუნდის მოტივირების ამბავში მართლაც მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელებს ყოველდღიური ურთიერთობა ექნებათ კლუბის ლეგენდასთან.
+
თან მაინცდამაინც განებივრებულები არ არიან ლეგენდებით...)))
ძოლა სხვა შემთხვევაა. ეს იმდროინდელი ლეგენდაა, სანამ გუნდს ჯიბესქელი "რიჟა ურია" შეიძენდა.