ფეხბურთი

19:35 | 18.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჯაბა ჯიღაური საფრანგეთის ლიგა 2-ში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ჯაბა ჯიღაური საფრანგეთის ლიგა 2-ის ბინადარ "გრენობლში" ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა და ქართველმა ნახევარმცველმა კონტრაქტი გააფორმა.

შედეგად, დამდეგ სეზონში ჯიღაური ლიგა 2-ში ითამაშებს. "გრენობლი" ლიგა 2-ში ახლახან აღზევდა და სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს 27 ივლისს, "სოშოსთან" გამართავს. აღსანიშნავია, რომ ფრანგულ კლუბს ოლივიე გეგანი წვრთნის, რომელიც 2015-2016 წლების სეზონში "რეიმსში" ჯაბა კანკავას ავარჯიშებდა.

რაც შეეხება ჯიღაურს, ქართველი ბოლოს ყაზახურ "ორდაბაისში" თამაშობდა, ხოლო იქამდე სკოპიეს "ვარდარის", საჩხერის "ჩიხურასა" და "დინამო თბილისის" წევრი იყო.

0.147356