ფეხბურთი

16:40 | 18.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ტობოლის" მწვრთნელი: "პირველ შეხვედრაში გაგვიმართლა"

ყაზახური "ტობოლის" მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ნიკიტენკომ "სამტრედიასთან" საპასუხო მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. ყაზახი სპეციალისტის განცხადებით, მის გუნდს პირველ შეხვედრაში გაუმართლა, თუმცა წინ კიდევ 90 წუთია და გადაწყვეტილი არაფერია.

"სამტრედიასთან" პირველი მატჩი თანაბრად მიმდინარეობდა ბოლო წუთებში რამდენიმე მომენტი შევქმენით, გაგვიმართლა და გოლიც გავიტანეთ, თუმცა კიდევ 90 წუთი გვაქვს სათამაშო... ჩემი აზრით, ხვალ გუნდები თავს არ დაზოგავენ და კვლავ იბრძოლებენ გამარჯვებისთვის, თუმცა ვიმედოვნებ, რომ გადავლახავთ პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ბარიერს", - ციტირებს ნიკიტენკოს სიტყვებს "სამტრედიას" ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ "სამტრედიამ" პირველი შეხვედრა საკუთარ მოედანზე 0:1 წააგო, ხოლო საპასუხო მატჩი 19 ივლისს, თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება.

0.11318