ფეხბურთი

12:44 | 18.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ნაპოლი” ბენზემაში 45 მილიონს იხდის

“ნაპოლი” “რალის” ფრანგი შემტევის ქარიმ ბენზემას გადაბირებას აპირებს, აღნიშნულ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, იტალიური კლუბი მზადაა ფრანგში 45 მილიონი ევრო გადაიხადოს. ბენზემას იტალიურ კლუბში გადასვლით უშუალოდ ნეაპოლელთა მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტია დაინტერესებული.

განვლილ სეზონში ბენზემამ ყველა ტურნირზე ერთად 47 შეხვედრა ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა.

0.112003