საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ხორვატიაში მიმდინარე უმაგის ტურნირს, პირველსავე წრეში გამოეთიშა. ნიკა მსოფლიო რეიტინგის 66-ე ნომერთან, სერბ დუშან ლაიოვიჩთან 5:7, 2:6 დამარცხდა. შეხვედრა საათსა და 18 წუთს გაგრძელდა.
ბასილაშვილი პირველ სეტში 3:1-ს აგებდა, მაგრამ ქართველმა ჩოგბურთელმა ბრეიკის შესრულება მოახერხა და 3:3 გახადა. 5:5-ზე ლაიოვიჩი აწვდიდა და ნიკოლოზი 30:40-ს იგებდა, თუმცა ბრეიკის შესრულება ვერ მოახერხა. პირველი სეტის ბოლო გეიმი ბასილაშვილმა უფერულად ჩაატარა და სერბი 1:0 დაწინაურდა. მეორე პარტიაში ლაიოვიჩმა იოლად მოიგო.