კალათბურთი

19:22 | 17.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

მაკფადენი საბერძნეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა

საქართველოს კალათბურთის ნაკრების ნატურალიზებული მოთამაშე თად მაკფადენი საბერძნეთის 2017/18 სეზონის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა.

საბერძნეთის ჩემპიონატის განვლილი სეზონის სიმბოლური ხუთეული ასე გამოიყურება:

თად მაკფადენი ("კიმისი"), ნიკ კალატესი ("პანათინაიკოსი"), კრის სინგლტონი ("პანათინაიკოსი"), მაკენზი მური ("ლავრიონი"), ნიკოლა მილუტინოვი ("ოლიმპიაკოსი").

მაკფადენი განვლილ სეზონში საშუალოდ ერთ შეხვედრაში 17.7 ქულას, 4 პასს, 3 მოხსნას და 1.5 ჩაჭრას აგროვებდა.

0.117848