ხორვატიის ნაკრების ლიდერებმა ლუკა მოდრიჩმა და ივან რაკიტიჩმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის დასრულების შემდეგ ერთმანეთს მაისურები და წერილები გაუცვალეს.
“ჩემო ძმაო, ივან, გულით ვამაყობ, რომ შენთან ერთად ვიზიარებ შესანიშნავ მომენტებს მოედანზე”, - დაწერა მოდრიჩმა.
რაკიტიჩის პასუხიც დაახლოებით მსგავსი გამოდგა:
ჩემო ძმაო, ლუკა, ყველაზე დიდებულია, როდესაც შენთან ერთად მოედანზე გავდივარ ვთამაშობ. მიყვარხარ, შენი რაკეტა”, - უპასუხა ივანმა.
შეგახსენებთ, რომ ხორვატიის ნაკრებმა თავის ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.