კრიშტიანუ რონალდუ ტურინს გუშინ ეწვია და დღეს უკვე J მედიკალში მივიდა, სადაც სამედიცინო შემოწმება გაიარა. საღამოს პორტუგალიელს მედიის წინაშეც წარადგენენ, ხოლო დღის ბოლოს იტალიას დატოვებს და საბერძნეთში დაბრუნდება, სადაც შვებულების დარჩენილ ნაწილს გაატარებს.
რონალდუ "იუვენტუსის" სამედიცინო ცენტრში სიმღერით შევიდა - კრიშტიანუ "ბებერი ქალბატონის" ჰიმნის მღეროდა. აქვე გეტყვით, რომ 33 წლის ფეხბურთელი იტალიის ჩემპიონთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 30 მილიონ ევროს მიიღებს ანაზღაურების სახით.