ფეხბურთი

20:50 | 16.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ეს შენთვისაა დინო" - კოვაჩიჩმა გარდაცვლილი მეგობარი არ დაივიწყა

ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველმა მატეო კოვაჩიჩმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული ვერცხის მედალი მეგობარს მიუძღვნა. გარდაცვლილ მეგობარს.

“რეალის” ნახევარმცველს მუნდიალის ფინალამდე ბავშვობის მეგობარი და ყოფილი თანაგუნდელი დინო ჰოჯიჩი გარდაეცვალა, რომელიც მხოლოდ 23 წლის იყო და გერმანიის მეოთხე ლიგის ერთ-ერთ გუნდში თამაშობდა.

სოციალურ ქსელში მატეომ ფოტო განათავსა, რომელიც ასე დაასათაურა:

“ეს შენთვისაა დინო. მშვიდად განისვენე”, - დაწერა კოვაჩიჩმა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც მუნდიალზე მოგებული მედალი გარდაცვლილ მეგობარს მიეძღვნა. 2010 წელს, ანდრეს ინიესტამ ჩემპიონობა დანი ხარკეს მიუძღვნა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.127157