ფეხბურთი

20:23 | 16.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო კობახიძე: "მინიმუმი მესამე ადგილი იქნება"

პოლტავას “ვორსკლას” ქართველი ნახევარმცველი სანდრო კობახიძე კარს მომდგარი სეზონის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მისი გუნდის მიზანი მინიმუმ მესამე ადგილზე გასვლა იქნება.

“დღეისთვის “დინამო” და “შახტარი” ტიტულის მთავარი კანდიდატები არიან, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ვფიქრობ, “ვორსკლას” შეუძლია იგივე შედეგი გაიმეოროს და მესამე ადგილზე გავიდეს. თუმცა ეს ძალიან, ძალიან რთული იქნება.

ჩვენ ევროპა ლიგაზე ბოლო გუნდი არ ვართ. მჯერა, რომ შეგვიძლია ვიბრძოლოთ. ჩვენთვის ეს ახალი გამოწვევაა, მაგრამ ყველა თამაშში ბოლომდე დავიხარჯებით და ვეცდებით ქულები მოვიპოვოთ”, - განაცხადა კობახიძემ.

პოლტავას “ვორსკლა”, რომლის ღირსებას კობახიძის გარდა ანდრო გიორგაძეც იცავს, უკრაინის ჩემპიონატის პირველ ტურში 25 ივლისს, კიევის “დინამოს” დაუპირისპირდება.

0.120513