ფეხბურთი

0:50 | 16.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

გურამ ლუკავას გამორჩეული დებიუტი ლატვიაში: საგოლე პასი და გამარჯვების გოლი ბოლო წუთზე (+VIDEO)

ლატვიის ჩემპიონატში ჩინებული დებიუტი გამოუვიდა ახალგაზრდა ქართველ ნახევარმცველ გურამ ლუკავას. სამიოდ დღის წინ, 23 წლის ქართველი “იელგავას” ფეხბურთელი გახდა და დღეს მისი დებიუტიც შედგა.

“იელგავამ” მე-14 ტურში “ვალმიერასი” საკუთარ მოედანზე 3:2 დაამარცხა. შეხვედრა უსათუოდ ფრედ დასრულდებოდა, ლუკავა რომ არა. გურამმა, რომელიც თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო, მსაჯის მეოთხე დამატებულ წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან შეძლო გოლის გატანა და თავის გუნდს მოაგებინა. სხვათა შორის იქამდე, 75-ე წუთზე კუზლავსს საგოლე პასიც გაუკეთა...

მოკლედ, მშვენიერი დებიუტი ჰქონდა. “იელგავას” კი, 14 ტურის თავზე 14 ქულით მეექვსე პოზიცია უკავია.

0.139128