ფეხბურთი

0:16 | 16.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: არგენტინის ნაკრები სამპაოლის დაატოვებინეს

არგენტინის ეროვნული ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. როგორც ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი იტყობინება, ხორხე სამპაოლი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულია.

როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი მხარეებს შორის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულება გაწყდა.

სამპაოლი, რომელსაც კონტრაქტი 2022 წლამდე ჰქონდა გაფორმებული, კომპენსაციის სახით 2 მილიონ დოლარს მიიღებს. “ალბისელესტეში” მისი მემკვიდრის ვინაობა კი ამ ეტაპზე უცნობია.

შეგახსენებთ, ხორხე სამპაოლის თავკაცობით არგენტინამ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე წარუმატებლად ითამაშა და მერვედფინალში მომავალ ჩემპიონ საფრანგეთთან 3:4 დამარცხდა.

0.118335