მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი უკვე ისტორიის კუთვნილებაა. ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები გახდა, თუმცა ამასთან, ტრადიციისამებრ, გამოვლინდნენ საუკეთესოები ინდივიდუალური კუთხით.
2018 წლის მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი ხორვატი ლუკა მოდრიჩი გახდა. საერთოდ, შეიძლება ითქვას, ტრადიცია არ დაირღვა და ფინალში დამარცხებული გუნდის მოთამაშე გახდა საუკეთესო. ასე იყო 1998 (რონალდო), 2002 (ოლივერ კანი), 2006 (ზინედინ ზიდანი) და 2014 წლებში (ლიონელ მესი). 2010 წელს, საუკეთესოს პრიზი საერთოდაც დიეგო ფორლანმა მიიღო, რომლის ურუგვაი მეოთხე ადგილზე გავიდა.
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა ჩემპიონ საფრანგეთის ერთ-ერთი ლიდერი კილიან მბაპე. თინეიჯერმა მართლაც დიდებული ტურნირი ჩაატარა და არაერთი რეკორდიც დაამყარა. ფინალში კი გოლიც გაიტანა.
ტურნირის საუკეთესო მეკარის პრიზი ბელგიელმა ტიბო კურტუამ მიიღო. საინტერესოა, რომ ბელგია პირველი ქვეყანა გახდა, რომელსაც ორჯერ ერგო ოქროს ხელთათმანი. პირველად ეს მიშელ პრიუდომმა შეძლო.
საუკეთესო ბომბარდირი ინგლისელი ჰარი კეინი გახდა, რომელმაც 6-ჯერ დაამწუხრა მეტოქეები. კეინი მეორე ინგლისელია გარი ლინეკერის მერე, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა.
და ბოლოს, ჯილდოს გარეშე ესპანეთის ნაკრებიც არ დარჩენილა, რომელსაც ფეირ-პლეის პრიზი ხვდა წილად.