შვედეთის ალსვენსკანის მე-13 ტურში გიორგი ხარაიშვილმა გოლი გაიტანა და რაც მთავარია, საკუთარ გუნდს სამი ქულის მოპოვებაში დაეხმარა. “გიოტებორგმა” თავის მოედანზე “იორებრო” 2:0 დაამარცხა.
პირველი გოლი კი 28-ე წუთზე ქართველმა შემტევმა გაიტანა. გიორგი საჯარიმოში მცველებისგან გათავისუფლდა და ახლო მანძილიდან მეკარეს შანსი არ დაუტოვა. მასპინძლებმა მსაჯის დამატებულ წუთებზე მეორე გოლიც გაიტანეს და ანგარიშს სოლიდური სახე მისცეს, ხარაიშვილმა კი შეუცვლელად ითამაშა.
“გიოტებორგს” 13 ტურში 16 ქულა აქვს და მე-11 პოზიციაზე იმყოფება. 21 წლის ქართველ ფეხბურთელს კი ალსვენსკანის მიმდინარე სეზონში 10 მატჩი აქვს ჩატარებული და 2 გოლი გატანილი.