მილანის "ინტერმა" "ატალანტაში" განათხოვრებული ალესანდრო ბასტონი კლუბში დააბრუნა და კონტრაქტი 2023 წლის ივნისის ბოლომდე გაუხანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია იტალიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
იტალიის 19-წლამდელთა ნაკრების წევრი "ნერაძურიმ" 2017 წელს "ატალანტადან" 8 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა და მშობლიურ კლუბში ორწლიანი იჯარის წესით დატოვა. ჯერჯერობით კი უცნობია თუ რატომ გაწყვიტა ხელშეკრულება "ინტერმა". ბასტონის ბერგამოელთა რიგებში 9 მატჩი აქვს ჩატარებული და მისი სატრანსფერო ღირებულება 2.5 მილიონი ევროა.