ჩოგბურთი

22:15 | 14.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

კერბერი უიმბლდონის ჩემპიონია

გერმანელმა ჩოგბურთელმა ანჟელიკა კერბერმა უიმბლდონის ფინალში ტურნირის შვიდგზის გამარჯვებული სერენა უილიამსი 6:3, 6:3 დაამარცხა და აღნიშნული დიდი სლემის ტრიუმფატორი პირველად გახდა. 30 წლის მოთამაშემ მესამე დიდი სლემი მოიგო.

სერენამ მშობიარობის შემდეგ მეოთხე ტურნირზე ითამაშა და სასურველი შედეგი ვერ დააფიქსირა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელს ვინერსი ორჯერ მეტი (23-11) ჰქონდა, მან 19-ით მეტი შეცდომა დაუშვა (24-5).

კერბერმა ტურნირი მე-11 ნომრად იყო განთესილი და განახლებულ რეიტინგში ანჟელიკა მეოთხე პოზიციაზე იქნება. სერენა უილიამსი კი 183-ე ადგილზე იყო, მან 1300 ქულა დაიმსახურა და ორშაბათს რეიტინგში 28-ე პოზიციამდე აღზევდება.

0.177341