ფეხბურთი

23:30 | 14.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

მარტინესი: "ბელგია დიდი გუნდი გახდა"

ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა ინგლისთან მოგებული მატჩის შემდეგ თავისი გუნდი შეაქო და აღნიშნა, რომ ბელგია დიდი გუნდი გახდა.

"ვფიქრობ, ყველაზე დიდი მიღწევა ისაა, რომ ბელგია დიდი გუნდი გახდა. ფეხბურთელებს ეს სურდათ, არავინ ლაპარაკობდა თავის მომავალზე და მხოლოდ გუნდზე იყვნენ კონცენტრირებულნი. 1966 წლის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველაზე მეტი გოლი გავიტანეთ, ასევე 10 ფეხბურთელმა შეძლო თავის გამოჩენა. ყველა ერთმანეთისთვის იბრძოდა და ვამაყობ ამ გუნდით. ჩემთვის დიდი პრივილეგიაა, რომ ვიყავი იმ გუნდის წევრი, რომელმაც ბელგიის ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი შედეგი დააფიქსირა." - განაცხადა მატჩის შემდეგ მარტინესმა.

მესამე ადგილისთვის მატჩში ბელგიამ ინგლისი 2:0 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად გავიდა საპრიზო ადგილზე. "წითელი ეშმაკების" რიგებიდან თავი ტომას მუნიემ და ედენ აზარმა გამოიჩინეს.

0.12027