ფეხბურთი

17:26 | 14.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბლინდი სახლში ბრუნდება

ჰოლანდიის ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” მცველი დელეი ბლინდი სამშობლოში, “აიაქსის” რიგებში ბრუნდება. The Telegraph-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება უკვე შედგა და 28 წლის ფეხბურთელი ამსტერდამში დაბრუნდება.

ბლინდის სანაცვლოდ “იუნაიტედი” 16 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც სამომავლოდ ბონუსის სახით 5 მილიონიც დაემატება. მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში ბლინდი “აიაქსის” ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდება.

ამსტერდამულმა გუნდმა მიმდინარე ზაფხულში ზაკარია ლაბიადა და დუშან ტუდიჩი უკვე გაიფორმა.

რაც შეეხება ბლინდს, “აიაქსში” 2008-2014 წლებში უკვე თამაშობდა და სწორედ ამ გუნდიდან გადავიდა “მანჩესტერში”, რომლის ღირსება პრემიერლიგაში 90 შეხვედრაში დაიცვა და 4 გოლი გაიტანა.

0.122571