ფეხბურთი

0:15 | 14.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

რემი სამშობლოში დაბრუნდა

31 წლის ფრანგი ფეხბურთელი ლოიკ რემი კარიერას "ლილში" გააგრძელებს. როგორც ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, თავდამსხმელმა ორწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

რემი "ლიონის" აკადემიის აღზრდილია და 2013 წლამდე "ლანსში", "ნიცასა" და "მარსელში" ასპარეზობდა. შემდეგ ლოიკი ინგლისის რამდენიმე კლუბში თამაშობდა და 2017 წელს "ჩელსი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. გასული სეზონის ნახევარი ფრანგმა "ლას პალმასში" გაატარა, ნახევარი კი - "ხეტაფეში". საბოლოოდ ლა ლიგის 2017/18 წლების სეზონში რემიმ 23 მატჩში რვა გოლი გაიტანა.

0.111766