ფეხბურთი

17:24 | 13.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჯანი ინფანტინო: "2018 წლის მუნდიალი ისტორიაში საუკეთესოა"

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინოს აზრით, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი ისტორიაში საუკეთესოა. ამის შესახებ ჯანიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ეს საოცარი და წარმოუდგენელი მსოფლიოს ჩემპიონატია. დაწყებამდე ვფიქრობდი, რომ ეს იქნება ისტორიაში საუკეთესო და დღეს, შემიძლია ეს დავადასტურო. მიმდინარე მუნდიალი ისტორიაში ნამდვილად საუკეთესოა. განსაკუთრებით, ფეხბურთის, ემოციისა და ვნების თვალსაზრისით”, - აღნიშნა ინფატინომ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებამდე ორი მატჩია დარჩენილი. მესამე ადგილისთვის ბელგია და ინგლისი, ხოლო ფინალში საფრანგეთი და ხორვატია დაუპირისპირდებიან.

0.111261