ტოჩინოშინმა ნაგოია ბაშოზე პირველი მარცხი იწვნია. ოძეკის წოდებით მოჭიდავე ლევან გორგაძემ ზედიზედ ხუთი მოგების შემდეგ, დღეს მონღოლ კომუსუბი ტამავაშისთან წააგო და ლიდერს - ექვსქულიან სეკივაკე მიტაკეუმის ქულით ჩამორჩა VIDEO.
ივლისის სუპერტურნირი იოკოძუნების გარეშე გრძელდება. ჰაკუჰოს შემდეგ, ტრავმის გამო შეჯიბრებას კაკურიუც გამოეთიშა.
ხვალ გასამართ მეშვიდე ტურში ლევან გორგაძის მეტოქე პირველი მაეგაშირა შოდაი იქნება, რომელთანაც ქართველი სუმოისტი ბოლო ორ ბაშოზე დამარცხდა.
მეექვსე ტური ჯურიო დივიზიონში მოჭიდავე გაგამარუსთვისაც წარუმატებელი გამოდგა – თეიმურაზ ჯუღელმა იაპონელ ტობიზარუსთან წააგო და უარყოფითი ბალანსი ორ ქულამდე გაეზარდა (2:4).