ფეხბურთი

19:58 | 12.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

მერინო ესპანეთში დაბრუნდა

"ნიუკასლის" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი მიკელ მერინო კარიერას "სოსიედადში" გააგრძელებს. როგორც ესპანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 22 წლის მოთამაშემ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მერინოს სანაცვლოდ სან სებასტიანურმა კლუბმა 10 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა.

მიკელი "ოსასუნას" აკადემიის აღზრდილი და 2016 წელს "დორტმუნდში" გადავიდა. ერთი სეზონის შემდეგ მერინო "ნიუკასლში" გაანათხოვრეს, სადაც გასულ სეზონში ნახევარმცველმა 25 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.119135