კატალონიის “ბარსელონამ” კლემან ლენგლეს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. როგორც “ბლაუგრანას” ვებგვერდი იტყობინება, ფრანგმა ფეხბურთელმა 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
“ბარსამ” “სევილიას” ანგარიშზე 35.9 მილიონი ევრო გადარიცხა, ხოლო ხელშეკრულების თანახმად ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 300 მილიონი ევრო იქნება.
23 წლის კლემან ლენგლე “სევილიას” 2017 წლის ზაფხულში შეუერთდა და გასულ სეზონში 53 შეხვედრაში 4 გოლის გატანა შეძლო.