ფეხბურთი

16:25 | 12.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

დარიო შიმიჩი: "მოდრიჩი ოქროს ბურთს იმსახურებს"

იტალიური “მილანის” ყოფილმა მცველმა დარიო შიმიჩმა თავის თანამემამულე და ამჟამად ხორვატიის ეროვნული ნაკრების კაპიტან ლუკა მოდრიჩზე ისაუბრა. ვეტერანი ფეხბურთელი თვლის, რომ ლუკა მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია.

“ამ მომენტჩი მოდრიჩი შეიძლება იყოს მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი. ჩემთვის მიმდინარე მუნდიალზე ის შეუდარებელია და აუცილებლად იმსახურებს ოქროს ბურთს. ჩვენ გვყავს შესანიშნავი და გამოცდილი ფეხბურთელები, რომლებმაც იციან, თუ როგორ უნდა გაიმარჯვონ. მოდრიჩი, რაკიტიჩი, მანჯუკიჩი, სუბაჩიჩი... ზიგიერთმა მათგანმა უკვე ჩემპიონთა ლიგაც მოიგო”, - განაცხადა შიმიჩმა.

შეგანსენებთ, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონტის ფინალი 15 ივლის, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება და ერთმანეთს საფრანგეთისა და ხორვატიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

0.113311