კოტ დივუარელი ნახევარმცველი ჟან მიშელ სერი “ფულჰემის” ფეხბურთელია. აღნიშნულ ინფორმაციას ინგლისური კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.
ახალ გუნდთან ხელშეკრულება 2022 წლამდეა გათვლილი, თუმცა კონტრაქტში 1 წლის დამატების პუნქტია ჩადებული.
26 წლის მოთამაშე გასულ სეზონს ახლოს იყო “ბარსელონაში” გადასვლასთან, თუმცა ბოლო მომენტში ტრანსფერი ჩაიშალა.
გასულ სეზონში სერიმ “ნიცას” შემადგენლობაში ყველა ჩემპიონატის ჩათვლით 43 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. საერთო ჯამში კი ფრანგულ გუნდში 2015 წლიდან მოყოლებული 123 თამაშში 12 გოლის გატანა მოახერხა.