კრიშტიანუ რონალდუ “იუვენტუსის” ფეხბურთელი ორი დღის წინ გახდა, მაგრამ უკვე დაიწყო რეკორდების დამყარება. როგორც იტალიური მედია იტყობინება, მილანში, “იუვეს” ოფიციალურ მაღაზიაში კრიშტიანუს 7-ნომრიანი მაისურები სარეკორდო რაოდენობით იყიდება.
1 წუთში, 1 მაისური! რონალდუს მაისურების საშუალო ფასი 100 ევროს აღწევს და “იუვენტუსი” იმედოვნებს, რომ მინიმუმ 1 მილიონი მაისურის რეალიზებას მოახერხებს.
აქვე გეტყვით, რომ აქამდე ტურინელთა 7 ნომერი ხუან კუადრადო იყო, თუმცა კოლუმბიელმა ახალ თანაგუნდელს ნომერი დაუთმო.
შეგახსენებთ, რონალდუ “იუვენტუსში” 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და სეზონში 30 მილიონ ევროს მიიღებს. კრიშტიანუს “ბებერი ქალბატონი” ორშაბათს წარადგენს.