რუსეთში მიმდინარე მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი ფინიშისკენ გავიდა და მსოფლიოს უპირველეს სპორტულ სანახაობაზე სულ ორი მატჩიღა დაგვრჩა სანახავი. ამასობაში სტატისტიკოსები სხვა მრავალ ციფრთა გორგალში იმასაც არკვევენ, თუ რომელი საფეხბურთო ნაკრების ქომაგი ქალები იყვნენ წელს ყველაზე ლამაზები, განსაკუთრებულები და გამორჩეულები.
მტერ-მოყვარეც თანხმდება, რომ ამ კუთხით მასპინძელი ქვეყნის - რუსეთის მკვიდრი ასულები ნამდვილად უპირველესნი იყვნენ და მათ არც ყელის იოგები და არც სხეულის სხვა ნაწილები არ დაზოგეს ურუსთა ნაკრების საქომაგოდ, თუმცა ამ საქმიდან რა გამოვიდა - ეს ყველამ კარგად დავინახეთ.
საყოველთაო მოწონება და თრთოლვა გამოუწვევია ტრიბუნებზე მყოფი მექსიკელი, არგენტინელი, კოლუბიელი, დანიელი, ხორვატი და შვედი ქომაგი ქალების წივილ-კივილსაც. რასაკვირველია უნდა ავღნიშნოთ ირანელი ასულებიც, რომლებმაც რუსეთში კოხტად შემოიძარცვეს შავ-შავი ჰაჯიბები და სხეულის დიდებული ფორმებით წარუდგნენ საზოგადოებას. საუდის არაბეთის ქომაგ ქალებზე კი სამწუხაროდ არაფერი გვსმენია.