მსოფლიოს ჩემპიონატზე ამ წუთებში მეორე ნახევარფინალური მატჩი მიმდინარეობს. მოსკოვში, ინგლისის ნაკრები ხორვატიას ამარცხებს – 1:0.
ეს ერთადერთი გოლი მე-5 წუთზე კირან ტრიპიერმა ჩინებული საჯარიმო დარტყმით გაიტანა. მთლიანობაში პირველ ნახევარში გარეთ საუთგეიტის გუნდი მეტოქეს ნამდვილად აღემატებოდა და შესაბამისად, შედეგიც ლოგიკურია.
აღნიშნული მატჩის მეორე ტაიმი დაახლოებით 10 წუთში დაიწყება.