დღეს, მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ფინალისტი გაირკვევა. 22:00 საათზე მეორე ნახევარფინალური მატჩი დაიწყება, რომელშიც ერთმანეთს ხორვატიისა და ინგლისის ნაკრებები შეხვდებიან.
უკვე ცნობილია ორივე გუნდის ძირითადი შემადგენლობა:
ხორვატია (4-2-3-1): შუბაშიჩი; ვრსალიკო, ლოვრენი, ვიდა, სტრინიჩი; რაკიტიჩი, ბროჟოვიჩი; რებიჩი, მოდრიჩი, პერიშიჩი; მანჯუკიჩი
მწვრთნელი: ზლატკო დალიჩი
ინგლისი (3-5-2): პიკფორდი; უოლკერი, სტოუნსი, მაგუაირი; ტრიპიე, ლინგარდი, ჰენდერსონი, დელე ალი, იანგი; სტერლინგი, კეინი
მწვრთნელი: გარეთ საუთგეიტი
მსაჯი: ჩიუნეთ ჩაქირი (თურქეთი)