ფეხბურთი

22:10 | 10.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქიმაძე: "წარმატებისთვის მაქსიმუმი გავიღეთ"

ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელმა გიორგი ქიმაძემ "შერიფთან" შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა. საქართველოს ჩემპიონის მცველის განცხადებით, რთული თამაში იყო, მაგრამ კიდევ უფრო ძნელი მატჩი ტირასპოლში გაიმართება.

“პირველ რიგში ვულოცავ მთელ საქართველოს ამ გამარჯვებას, თუმცა ჯერ არაფერი დასრულებულა, რადგან წინ მეორე თამაშია და ყველაფერი მაშინ გადაწყდება. რთულია ასეთ გუნდთან თამაში, რომელიც ყოველწელს ევროტურნირებზე თამაშობს, თუმცა მაქსიმუმი გავიღეთ წარმატებისთვის. მადლობას გადავუხდი ასევე გულშემატკივრებს, რომლებიც ჩვენს გვერდით იყვნენ", - განაცხადა ქიმაძემ.

შეგახსენებთ, "ტორპედომ" "შერიფი" 2:1 დაამარცხა, ხოლო გიორგი ქიმაძე მატჩის გმირი იყო, რადგან გოლი გაიტანა და პენალტიც გამოიმუშავა. საპასუხო შეხვედრა კი ერთი კვირის თავზე ტირასპოლში გაიმართება.

0.13124