სერენა უილიამსი უიმბლდონის ნახევარფინალში გავიდა. სერენა კარიერაში დიდი სლემის ნახევარფინაში 35-ედ ითამაშებს. ნახევარფინალში უილიამსის მეტოქე გერმანელი ჯულია გერგესი იქნება.
მეოთხედფინალში სერენას მძიმე შეხვედრა გამოუვიდა. იტალიელი კამილა ჯორჯი 3:6, 6:3, 6:4 დაამარცხა. პირველი სეტის წაგების შემდეგ სერენამ უკეთ თამაში დაიწყო და მატჩის თავის სასარგებლოდ დაასრულა.
ნახევარფინალური შეხვედრა 12 ივლისს გაიმართება. სერენა გერგესს ურთიერთშეხვედრებში 3:0-ს ამარცხებს.
უმცროს უილიამსს უიმბლდონის ტურნირი შვიდჯერ აქვს მოგებული (2002, 2003, 2009, 2010, 2012, 2015, 2016)