ფრანგულმა "მონაკომ" იტალიური "ტორინოს" ახალგაზრდა მცველი ანტონიო ბარეკა გაიფორმა. როგორც მონეგასკთა ვებგვერდი იტყობინება, 23 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებამ 2 მილიონი ევრო შეადგინა.
ბარეკა პოზიციით მარცხენა მცველია და 2016-2017 წლების სეზონში ტურინელთა ძირითად შემადგენლობაში მუდმივად ხვდებოდა. თუმცა, გასულ სეზონში სასტარტოში ადგილი დაკარგა და მხოლოდ 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ბარეკა "მონაკოს" მესამე იტალიელი ფეხბურთელი გახდა პიეტრო პელეგრისა და ანდრეა რაჯის შემდეგ.