ფეხბურთი

23:35 | 9.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

კენედი "ნიუკასლში" კვლავ იჯარის წესით ითამაშებს

ლონდონის "ჩელსის" ბრაზილიელი მარცხენა გარემარბი კენედი მომდევნო სეზონშიც "ნიუკასლში" იჯარის წესით ითამაშებს. როგორც Sky Sports-ი იუწყება, სამხრეთამერიკელი მოთამაშე 10 ივლისს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ხელშეკრულებას გააფორმებს.

კენედი "ჩელსიმ" 2015 წელს "ფლუმინენსედან" რვა მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა და ერთი სეზონის შემდეგ იჯარის წესით "უოტფორდში" გაუშვა. გასულ სეზონის ნახევარი ბრაზილიელმა ნახევარმცველმა "ნიუკასლში" გაატარა და 13 მატჩში თავი ორ-ორი გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

0.122557