ფეხბურთი

22:15 | 9.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"სარაგოსას" გასული სეზონის ბომბარდირი "ესპანიოლში" გადავიდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის გიორგი პაპუნაშვილის ყოფილი თანაგუნდელი ბორხა იგლესიასი "ესპანიოლმა" დაიმატა. ესპანელი მოთამაშე გასულ სეზონში "სარაგოსაში" "სელტადან" იჯარის წესით თამაშობდა და გუნდის ბომბარდირი 23 გოლით გახდა.

"ესპანიოლის" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, თავდამსხმელის სანაცვლოდ ბარსელონური კლუბი "სელტას" 10 მილიონ ევროს გადაუხადის და ფეხბურთელს ოთხწლიან კონტრაქტს გაუფორმებს.

ბორხა "ვილიარეალის" აკადემიის აღზრდილია და 2013 წელს "სელტაში" გადავიდა, სადაც მტავარ გუნდში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და ძირითადად სარეზერვოში თამაშობდა. გასულ სეზონში იგლესიასმა ლა ლიგა 2-ში 39 შეხვედრაში 22 გოლი გაიტანა.

0.113165