კალათბურთი

22:00 | 8.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ამერიკული მედია: ზაზა ფაჩულია "დეტროიტ პისტონში" ითამაშებს

ნბა-ს 2-გზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულია კარიერას "დეტროიტ პისტონში" გააგრძელებს, აღნიშნულ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. წყაროს ცნობით, ზაზამ გუნდთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაშიც 2.4 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს. გავრცელებული ინფორმაციით, კალათბურთელი და "დეტროიტი" კონტრაქტს უახლოესს დღეებში გააფორმებენ.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ბოლო ორი სეზონის განმავლობაში "გოლდენ სტეიტში" ირიცხებოდა, სადაც ორგზის ნბა-ს ჩემპიონი გახდა. განვლილ სეზონში ქართველი ცენტრი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 5.7 ქულას და 5.3 მოხსნას აგროვებდა.

0.137849