ფეხბურთი

14:19 | 8.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

Sky Sports: უილშირი და იარმოლენკო "ვესტ ჰემში" ითამაშებენ

ლონდონის "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელი ჯეკ უილშირი კარიერას "ვესტ ჰემში" გააგრძელებს. როგორც Sky Sports-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ჯეკი სამედიცინო შემოწმებას უახლოეს მომავალში გაივლის და "ჩაქუჩებს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია.

ჯეკი "არსენალის" აკადემიის აღზრდილია და კლუბი კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ ერთი კვირის წინ დატოვა. ლონდონელთა რიგებში ცენტრალურმა ნახევარმცველმა 198 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 14 გოლი და 30 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ასევე ცნობილი ხდება, რომ "დორტმუნდი" და "ვესტ ჰემი" ანდრეი იარმოლენკოს ტრანსფერზე უკვე შეთანხმდნენ და გერმანელები უკრაინის ნაკრების ფეხბურთელის სანაცვლოდ 17.5 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებენ. ანდრეი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, სამუშაო ვიზას მიიღებს და ამის შემდეგ გააფორმებს კონტრაქტს.

"დორტმუნდმა" იარმოლენკო 2017 წელს კიევის "დინამოდან" დაიმატა. გასულ სეზონში უკრაინელმა შემტევმა გერმანული გუნდის მაისურით ბუნდესლიგასა და ჩემპიონტა ლიგაზე 24 შეხვედრა ჩაატარა, გაირტანა ოთხი გოლი და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.116398