ფეხბურთი

17:55 | 8.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალი" და "სამპდორია" ტორეირას ტრანსფერზე თითქმის შეთანხმდნენ

ლონდონის "არსენალი" "სამპდორია" ლუკას ტორეირას ტრანსფერი შესახებ მოლაპარაკებას აგრძელებენ და ურუგვაის ეროვნული ნაკრების ინგლისში გადაბარგებას წინ თითქმის არაფერი უდგას. როგორც Sky Sports-ი იუწყება, კლუბები მთავარ პუნქტზე, თანხაზე შეთანხმდნენ და როგორც ირკვევა იტალიელები 26 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებენ.

მიუხედავად პოზიტიური მოლაპარაკებისა კლუბები სხვა დეტალებზეც თანხმდებიან და "არსენალი" ტორეირასთანაც აგვარებს კონტრაქტის და ხელფასის პუნქტებს. თუმცა ინგლისური მედიის ინფორმაციით, ლუკასთან გარიგება პრობლემა არ იქნება.

ლუკასის მიმართ ინტერესი გასულ სეზონში მკვეთრად გაიზარდა, რადგან მცველმა გასულ სეზონში 38 მატჩში ოთხი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელი კარგი თამაშის წყალობით ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს და მსოფლიოს ჩემპიონატზე ხუთ მატჩში იასპარეზა. ტორეირას სატრანსფერო ღირებულება გასულ სეზონთან შედარებით 21 მილიონი ევროთი გაიზარდა და 30 მილიონ ევროს შეადგენს.

0.110678