ლატვიის ქალაქ კანდავაში შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მეორე სპარინგ-მატჩი გამართა. ნიკო ჩერქეზიშვილის გუნდის მეტოქე მასპინძელთა ძლიერი ნაკრები იყო. დაძაბულ ბრძოლაში წარმართული მატჩი ლატვიელების გამარჯვებით – 58:52 დასრულდა.
საქართველოს ნაკრებში საუკეთესო შედეგი დავით აფხაზავამ დააფიქსირა, ვის ანგარიშზეც 13 ქულა და 6 შედეგიანი გადაცემა დაგროვდა. 12 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა სანდრო მამუკელაშვილმა, გიორგი კორსანტიას ანგარიშზე 9 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა.
საქართველოს ნაკრები მორიგ სპარინგ-მატჩს კვლავ ლატვიის ნაკრებთან, 8 ივლისს გამართავს.
gbf.ge