ფეხბურთი

23:19 | 7.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მონაკომ" პელე დაიმატა

გვინეა-ბისაუს ეროვნული ნაკრების და "რიუ ავეს" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი პელე კარიერას "მონაკოში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია ლიგა 1-ის კლუბმა გაავრცელა. პელემ "მონაკოსთან" კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა, ხოლო პორტუგალიელებმა ტრანსფერის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო მიიღო.

აფრიკელმა მოთამაშემ კარიერა "ბელენენსენში" დაიწყო და რამდენიმე კლუბი გამოიცვალა. გასულ სეზონში პელემ 38 მატჩი ჩაატარა და 7 გოლის გატანა მოახერხა. ნახევარმცველის სატრანსფერო ღირებულება 4 მილიონი ევროა.

თეგებიპელემონაკო
0.116118